2014 წლის 13 ივნისს, 12 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის: ქ.თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება საქართველოს ბავშვთა ფედერაციის ინიციატივა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში პროფესიული კვალიფიკაციების - ფერმერისა და მეღვინე-მევენახის - დამატების შესახებ.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 12 ივნისისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge და დაგვიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების სურვილი.