FAQ

ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)

10 სექტემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტები, ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები.

შეხვედრაზე პრეზენტაცია ფილოსოფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრმა, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მაკა ლაშხიამ წარადგინა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ფილოსოფიის  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)