გაცნობებთ, რომ 2021 წლის 30 ივლისს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, დამტკიცდა არქეოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
დოკუმენტის გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, 16:00 საათზე, დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, გაიმართება არქეოლოგიის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.
მომხსენებელი: მერაბ ჭუმბურიძე- ისტორიის დოქტორი, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარე.
შეხვედრაზე დაწრება შეუძლიათ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რომელთაც პრეზენტაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაგზავნილ კორესპონდენციაზე გამოხატეს წერილობითი თანხმობა.
იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ჯერ არ ახორციელებენ ისტორიის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებს და სურთ შეხვედრაზე დასწრება, გთხოვთ, 15 სექტემბერს, დღის ბოლომდე, ელექტრონულ ფოსტაზე n.goglichidze@eqe.ge გამოგზავნოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
შეხვედრაზე დამსწრე პირის სახელი და გვარი (მხოლოდ 1 პირი)
შეხვედრაზე დამსწრე პირის საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი).