FAQ

შეხვედრები გრძელდება საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან

14 სექტემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები აგრძელებენ შეხვედრებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

მორიგი შეხვედრა, იმერეთის რეგიონის საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა.

საინფორმაციო-სადისკუსიო ტიპის შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა , ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის არსებული გამოწვევების, კონცეპტუალური ხედვებისა და მიდგომების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების წარდგენა და უკუკავშირის მიღება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მომავალშიც გეგმავს შეხვედრებს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

შეხვედრები გრძელდება საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან