ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)

15 სექტემბერი 2021

 გაცნობებთ, რომ 2021 წლის 30 ივლისს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, დამტკიცდა   ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი 

   

დოკუმენტის გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის  24  სექტემბერს, 15:00 საათზე, დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, გაიმართება ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.  

  

მომხსენებელი:   ნინო ქიმერიძე-    გერმანული ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით; აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსი - საბჭოს თავმჯდომარე.   

   

შეხვედრაზე დაწრება შეუძლიათ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რომელთაც პრეზენტაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაგზავნილ  კორესპონდენციაზე გამოხატეს წერილობითი თანხმობა.    

   

იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით ჯერ არ ახორციელებენ ენის დაუფლების საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებს და სურთ შეხვედრაზე დასწრება, გთხოვთ, 23 სექტემბერს, დღის ბოლომდე, ელექტრონულ ფოსტაზე n.goglichidze@eqe.ge გამოგზავნოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:  

   

  

  1.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება   
  2.  შეხვედრაზე დამსწრე პირის სახელი და გვარი (მხოლოდ 1 პირი)
  3. შეხვედრაზე დამსწრე პირის საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი).