FAQ

არქეოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)

17 სექტემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა არქეოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტები, არქეოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები.

 

შეხვედრაზე პრეზენტაცია არქეოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს  თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა-მერაბ ჭუმბურიძემ წარადგინა. 

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

არქეოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)