FAQ

გრძელდება შეხვედრები საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან

21 სექტემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ ქვემო ქართლისსამცხე -ჯავახეთის და აჭარის რეგიონების საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს.  

საინფორმაციო-სადისკუსიო ტიპის შეხვედრების მიზანს წარმოადგენს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის არსებული გამოწვევების, კონცეპტუალური ხედვებისა და მიდგომების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების წარდგენა და უკუკავშირის მიღება. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მომავალშიც გეგმავს შეხვედრებს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.  

COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.  

 

 

გრძელდება შეხვედრები საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან