განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შპს "საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA" მიერ, გარე ინიცირებით, წარმოდგენილი იქნა "საბაჟო საქმის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ცვლილების პროექტი.
დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ 2021 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით წერილობით წარმოადგინონ მოსაზრებები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ელ.ფოსტაზე: info@eqe.ge.
ამასთანავე, წარმოდგენილი პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ოთხშაბათს, 11:00 საათზე, Zoom-ის ელექტრონულ პლატფორმაზე გაიმართება საკითხის განხილვა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია მითითებული ლინკის საშუალებით https://us02web.zoom.us/j/87648564559?pwd=VStEZHNXYUcxYnovQnRlQnYwTDRGQT09
დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ასევე აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბჭოს სხდომაზე.
საკონტაქტო პირი: ნინო ხითარიშვილი 591 11 03 02
ლიკა ზაალიშვილი 577 95 31 30