FAQ

ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა

24 სექტემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.

საბჭომ იმსჯელა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ.

სხდომას საბჭოს თავმჯდომარის, გაიანე სიმონიას მოწვევით ასევე ესწრებოდნენ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ჯანდაცვის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა