FAQ

ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)

25 სექტემბერი 2021

 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, გაიმართა ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.  

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ენის დაუფლების დარგობრივი საბჭოს წევრები, აკრედიტაციის ექსპერტები,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დასაქმების ბაზრის წარმომადგენლები.

 

პრეზენტაცია წარმოადგინა   გერმანული ფილოლოგიის დოქტორმა, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით; აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსმა და ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი  საბჭოს თავმჯდომარემ- ნინო ქიმერიძემ.  

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

 

ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია (კლასტერული აკრედიტაციისთვის მზადება გრძელდება)