მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, გაიმართა
ქართული ფილოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართული ფილოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, აკრედიტაციის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ქართული ფილოლოგიის დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია წარადგინა საბჭოს თავმჯდომარემ, ფილოლოგიის დოქტორმა, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა და ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა - რამაზ ქურდაძემ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.