6 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მორიგი სხდომა.
საბჭოს გამართვის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელზე მუშაობა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.