FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 7 ოქტომბერი 2021

2021 წლის 15 ოქტომბერი, 15:00 საათი 

 

დღის წესრიგი: 

 

1. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

2. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "გამოყენებითი გენეტიკის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3. შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ,,სამკურნალო საქმის" ქართულენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დამტკიცების შესახებ“ შესაბამისობაში მოყვანის დადგენის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;

4. შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ,,მედიცინის" ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დამტკიცების შესახებ“ შესაბამისობაში მოყვანის დადგენის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა.

 

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. 

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით. 

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/88572203963

 

Meeting ID: 885 7220 3963