განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, ონლაინ რეჟიმში გამართა საინფორმაციო სემინარი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების დარგის ექსპერტებისათვის.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დარგის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რომელიც ეხებოდა დარგის ექსპერტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების შეფასების არსებულ პრაქტიკას.
შეხვედრამ, რომელსაც 54 მონაწილე ესწრებოდა, ინტერაქტიურ ფორმატში ჩაიარა. განხილულ იქნა ავტორიზაციის ვიზიტზე, საბჭოს სხდომაზე, დასკვნის პროექტში და დასკვნაში არსებული ძირითადი პრობლემატური საკითხები, რომლებიც უშუალოდ დარგის ექსპერტის კომპეტენციას უკავშირდება. შეხვედრის მონაწილეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ზრუნავს იმაზე, რომ ექსპერტთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გამართული სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებით, დანერგოს სამართლიანი და თანმიმდევრული მიდგომა ავტორიზაციის ახალი სტანდარტებით შეფასების პროცესში.