19 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს "სარკინიგზო ძრავიანი ტრანსპორტისა" და "შედუღების" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტების ცვლილების საკითხები, რომლებიც ცენტრში გარე ინიცირებით იქნა წარმოდგენილი.
სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინიციატორის არგუმენტაცია და დასაბუთება ცვლილებების საჭიროების შესახებ და დეტალურად იმსჯელეს თითოეულ ინიციატივაზე.
საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა წარმოდგენილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტებში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.