სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიმდინარე წლის 29 ოქტომბრის N1159443 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“ ცენტრის დირექტორის 2018 წლის 12 ივნისის N495/ი ბრძანებაში და ბრძანების დანართით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი - „სარკინიგზო ძრავიანი ტრანსპორტი“ ჩამოყალიბდა წარმოდგენილი დანართის სახით.
დანართი - სარკინიგზო ძრავიანი ტრანსპორტი