განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით განათლების პროფესიული დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ზოგადი მოდულების "სამოქალაქო განათლება“ და "პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები" ცვლილების საკითხები.
სხდომა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საბჭოს წევრებმა მოისმინეს არგუმენტაცია და დასაბუთება ცვლილებების საჭიროების შესახებ და დეტალურად იმსჯელეს თითოეულ ინიციატივაზე.
საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა წარმოდგენილ ზოგად მოდულებში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.