FAQ

შეხვედრა კერძი ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

5 ნოემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ხათუნა ბარაბაძე, ონლაინ რეჟიმში შეხვდნენ, იმ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რომლებსაც 2022 წელს უწევთ რეავტორიზაცია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექპერტთა კორპუსის წევრები.

ქალბატონმა, ხათუნა ბარაბაძემ, წარადგინა პრეზენტაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში განიხილა მასწავლებლის კვალიფიკაციის, შერჩევის, მიღების თემები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დადგენილი მოთხოვნები.

შეხვედრის ფარგლებში, დაწესებულებების წარმომადგენლებს და ექსპერტებს მიეცათ კითხვების დასმის შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ცენტრი, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, 16:00 საათზე, გეგმავს მორიგ შეხვედრას, იმ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებსაც 2022 წელს უწევთ რეავტორიზაცია. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნება ავტორიზაციის მოქმედ სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

შეხვედრა კერძი ზოგადასაგანამანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან