ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის ფარგლებში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების მიზნით.
სერტიფიცირების გზით პირი მოიპოვებს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის სტატუსს, სერტიფიცირების ვადით. ასევე დაექვემდებარება უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. სერტიფიცირებულ პირს შეუძლია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები:
- დაეხმაროს სკოლას ხარისხის შიდა უზრუნველყოფის სისტემების გამართვაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- დაეხმაროს სკოლას თვითშეფასების განხორციელებაში, შედეგების ანალიზში, საჭირო ცვლილებების დაგეგმვაში, გაუწიოს მხარდაჭერა ავტორიზაციის პროცესში;
- მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტს შეუძლია მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსში შეყვანის მიზნით და როგორც ექსპერტი ჩაერთოს ავტორიზაციის ადმინისტრაციულ წარმოებაში.
კონკურსი არ გულისხმობს ცენტრში დასაქმებას!
სერტიფიცირების პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რაც მოიცავს კანდიდატის საწყისი ცოდნისა და უნარების შეფასებას, ინტენსიურ ტრენინგებს და საბოლოო შეფასებას და გადაწყვეტილების მიღებას, რაც მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.
სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად ველოდებით ყველას, ვინც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და სურს საკუთარი კარიერა დაუკავშიროს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას.
სერტიფიცირების პროცესში ჩართვისათვის განაცხადების მიღება დაიწყება 2021 წლის 10 ნოემბერს და გაგრძელდება 20 ნოემბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის hr.gov.ge-ს მეშვეობით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულებზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/67947?active=1