FAQ

აკრედიტაციის სტანდარტების განხილვა

«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910
10 ნოემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 90-მდე წარმომადგენელთან თემაზე - “ცვლილებები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდატებში”.

აკრედიტაციის სტანდარტების განახლებული პროექტი, ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას/შეფასებას აკრედიტაციის სტანდარტებთან მიმართებით კლასტერისთვის დამახასიათებელ სპეციფიკის მიხედვით; ცვლილებები ძირითადად ეხება შემდეგ საკითხებს:

კლასტერული აკრედიტაციის გათვალისწინებით, განხორციელდა სპეციფიკური შეფასების კრიტერიუმებისა და ინდიკატორების გაწერა. წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ ერთ კლასტერში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის - აღწერა, ანალიზი და შეფასება მოხდეს ერთიანობაში, საგანმანათლებლო პროგრამებს შორის არსებული კავშირების გათვალისწინებით;

განხორციელდა აკრედიტაციის ცალკეული სტანდარტების სტრუქტურის ცვლილება. რამაც შეუწყო აკრედიტაციის სხვადასხვა სტანდარტებში მეტნაკლებად თანაბარი რაოდენობის კომპონენტების არსებობას;

სტანდარტების სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, რიგი კომპონენეტების შეფასების კრიტერიუმები და ინდიკატორები, ჩამოყალიბდა უფრო ნათლად;

პროექტში გათვალისწინებულია ელექტრონული/დისტანციური სწავლების თავისებურებები, რომლის შესაბამისადაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სწავლის შედეგების მიღწევისათვის სათანადო გარემოს და დისტანციურად/ელექტრონულად განხორციელებული პროცესების შეფასებისთვის შესაბამისი შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების არსებობა;

მკაფიოდ ჩამოყალიბდა სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი პროფესიული განვითარების მექანიზმები.

შეხვედრაზე განხილული იყო აკრედიტაციის სტანდარტებში ცვლილებების დეტალები და პრიორიტეტულობა, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უკუკავშირები, რომელიც შეიმუშავეს აკრედიტაციის სტანდარტების გაზიარებულ პროექტზე.

ონლაინ შეხვედრა წარიმართა ინტერაქციურ რეჟიმში მონაწილეთათვის საინტერესო საკითხების ირგვლივ. მონაწილეთა მხრიდან გამოითქვა სურვილი სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების გაგრძელების შესახებ.