FAQ

ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა 2022 წლის სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე

16 ნოემბერი 2021

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დასრულდა 2021-2025 წლის სტრატეგიის დანერგვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პირველად პროექტზე მუშაობა. დოკუმენტის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება.

დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა გაზრდისა და ფართო საზოგადოების მხრიდან უკუკავშირის მიღების მიზნით, სამოქმედო გეგმის პროექტი ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული იქნება 2021 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

შესაბამისად, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი წინადადებები მოგვწეროთ ელ.ფოსტის მისამართზე, Planning@eqe.ge.

სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გაგრძელდება დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში.

2022 წლის სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდება ცენტრის ვებ-გვერდზე.

 

2022 წლის სამოქმედო გეგმა_სამუშაო ვერსია