FAQ

შეხვედრა პროფესიული მომზადების / გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებთან და იურიდიულ პირებთან

25 ნოემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, ჩატარდა შეხვედრა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების და იურიდიული პირების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებს.

საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №358 დადგენილებით „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს, მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ’’ განაცხადის ფორმის პროექტი და ,,პროფესიული მომზადების / პროფესიული გადამზადების პროგრამის ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან (რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია პროგრამა) შესაბამისობის დადგენის წესის’’ პროექტი.

დამსწრე პირებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

აღნიშნული სახის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს ცენტრი მომავალშიც შესთავაზებს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს.

შეხვედრა პროფესიული მომზადების /  გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ  საგანმანათლებლო დაწესებულებთან და იურიდიულ პირებთან