განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, ჩატარდა შეხვედრა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების და იურიდიული პირების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებს.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №358 დადგენილებით „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს, მსმენელთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ’’ განაცხადის ფორმის პროექტი და ,,პროფესიული მომზადების / პროფესიული გადამზადების პროგრამის ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან (რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია პროგრამა) შესაბამისობის დადგენის წესის’’ პროექტი.
დამსწრე პირებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნული სახის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს ცენტრი მომავალშიც შესთავაზებს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს.