4 ივლისს, 12 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მის: ქ.თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ქვედარგი/სპეციალიზაციის სვეტში აკადემიური კვალიფიკაციის - „თბური ტუმბოები, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემებისა“ და პროფესიული სპეციალიზაციის სვეტში პროფესიული კვალიფიკაციის - „თბური ტუმბოები, სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემების ტექნიკოსის“ დამატებების თაობაზე.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 3 ივლისისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.