FAQ

ცენტრის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს

6 დეკემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ცენტრის 2022 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობის მიზნით, ონლაინ რეჟიმში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებთან, ავტორიზაციისა და მომზადება გადამზადების საბჭოს წევრებთან და ექსპერტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებზე განიხილეს ცენტრის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრების ბოლოს გაიმართა დისკუსიები და დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია 2022 წლისთვის ცენტრში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

მომდევნო ეტაპზე სამოქმედო გეგმის პროექტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭო განიხილავს.

დამტკიცებული სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge .

ცენტრის 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს