FAQ

საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ავტორიზაციის ექსპერტთა საყურადღებოდ!

8 დეკემბერი 2021

„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს: „ელექტროობისა“ და „შედუღების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის - თეორიული და სამუშაო (პრაქტიკული) სახელმძღვანელოების ავტორებისა და რედაქტორის შესარჩევად.

 

პროექტი მიზნად ისახავს, პროგრამების: „ელექტროობა“ და „შედუღება“ განმახორციელებელ საქართველოში არსებულ პროფესიული განათლების ყველა პროვაიდერს, მიაწოდოს სასწავლო ლიტერატურა, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამის საკითხებზე და პრაქტიკაზე ორიენტირებული ამოცანების შესრულება.

 

დაინტერესების შემთხვევაში ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, იხილოთ მოცემული ბმულები:

1) პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის რედაქტორი

2) პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი/ელექტროობა

3) პროფესიული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი / შედუღებ