ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, მიმდინარე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით დაფიქსირდა 821 განაცხადი.
კონკურსის პირველ ეტაპზე, რაც კონკურსის პირობებთან განაცხადების ტექნიკური შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობდა, დადგინდა, რომ 521 განაცხადი შესაბამისობაში იყო კონკურსის პირობებთან, ხოლო 300 კონკურსანტს უარი ეთქვა მეორე, ტესტირების ეტაპზე გადასვლაზე.
კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასვლაზე უარის თქმის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე:
- განაცხადის წარდგენა არასწორი პლატფორმით;
- განაცხადის წარდგენა ვადების დარღვევით;
- განაცხადის წარდგენა არასრულყოფილად;
- განმცხადებლის მიერ მიღებული განათლების ან/და წინარე სამუშაო გამოცდილების შეუსაბამობა კონკურსის პირობებთან;
დაინტერესებულ განმცხადებლებს, შეუძლიათ უარის კონკრეტული მიზეზის გასარკვევად წერილობით მიმართონ სამდივნოს ელ-მისამართზე: info@eqe.ge, ასევე იმავე ელ-მისამართზე საჩივრის გამოგზავნის გზით გაასაჩივრონ გადაწყვეტილება საპრეტენზიო კომისიასთან ან კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ცენტრი წარმატებას უსურვებს კონკურსის მეორე, ტესტირების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს!
თავისი საქმიანობის გამჭვირვალეობის პრინციპის უზრუნველსაყოფად და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის პროცესისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ცენტრის ეტაპობრივად უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული მხარეებისათვის.