განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში შეხვდნენ, იმ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რომლებსაც 2022 წელს უწევთ რეავტორიზაცია.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა წარადგინა პრეზენტაცია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების პროცესის მნიშვნელობაზე და მის ძირითად პრინციპებზე, პროცესში ჩართული მხარეების როლზე და ფუნქციებზე, ასევე მის სტრუქტურაზე.
პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე ყურადღება გამახვილდა საავტორიზაციო განაცხადის ფორმალური შესაბამისობის პროცესში ხშირად გამოვლენილ ხარვეზებზე.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. დამსწრე პირებს ჰქონდათ კითხვების დასმის შესაძლებლობა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.