FAQ

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა 2021 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

17 დეკემბერი 2021

 შეხვედრას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, დონორი ორგანიზაციების, ზრდასრულთა განათლების ცენტრების თანამშრომლები, ასევე ბენეფიციარები და საზოგადოების წარმომადგენლები.


 ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წელს დაარსდა. ქსელი ამ ეტაპზე აერთანებს 13 სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრს. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.


 ქსელს მოპოვებული აქვს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება და მომავალშიც გეგმავს ფორმალური განათლების ფარგლებში, ბენეფიციართა დასაქმებაზე, თვითდასაქმებასა და პიროვნულ რეალიზაციაზე ორიენტირებული პროგრამების სპექტრის გაზრდას.


 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ თავის გამოსვლაში დადებითად შეაფასა ქსელის მიერ გაწეული მუშაობა და აღნიშნა, რომ ქსელის მიერ ტრენინგების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დანერგილი მიდგომები და გაწეული ძალისხმევა ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკად უნდა იქნეს განხილული. მან გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა ქსელის დირექტორს ნინო ბაბალაშვილს, ასევე ქსელისა და რეგიონული ცენტრების თანამშრომლებს.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა 2021 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა