FAQ

დარგის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერება

20 დეკემბერი 2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით , ონლაინ რეჟიმში, მიმდინარე წლის 13-14 და 15-16 დეკემბერს დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის წევრი" დარგის ექსპერტებისთვის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესში მათ როლსა და პასუხისმგებლობაზე.

ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს და დავალებებს, რომლებიც ხელს უწყობს დარგის ექსპერტების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია მათი ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის.

2022 წელს, ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ექსპერტებს კვლავ შესთავაზებს შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობებს.

დარგის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერება