პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე შეფასების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და საინფორმაციო შეხვედრებს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის წევრებისათვის.
ერთ-ერთი ასეთი სამუშაო შეხვედრა, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 21 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგ საკითხები:
- პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტების საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესში განხორციელებული ცვლილებები;
- ექსპერტთა ინტერესთა კონფლიქტი;
- ექსპერტის მიერ ფუნქციების განხორციელების თაობაზე უარი;
- პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა მიერ შესრულებული დასკვნის პროექტების დახარვეზების შემთხვევების ანალიზი.
2022 წელს, ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ექსპერტებს კვლავ შესთავაზებს შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობებს.