განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ორგანიზებით მიმდინარე წლის 21 დეკემბერს ჩატარდა შეხვედრა არაფორმალური განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის მიზანს წარმადგენდა არაფორმალური განათლების აღიარების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებებთან. შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ იმ კოლეჯების წარმომადგენლებიც, რომლებსაც მოპოვებული აქვთ არაფორმალური განათლების აღიარების უფლება.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, არაფორმალური განათლების აღიარების მიმართულებით, მომავალ წელს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან აქტივობებს განახორციელებს.