FAQ

ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრმა (EQAR) პროექტ DEQAR CONNECT-ის შემაჯამებელი კონფერენცია გამართა

23 დეკემბერი 2021

6 და 7 დეკემბერს ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) ორგანიზებით, პროექტ DEQAR CONNECT ფარგლებში და მისი შედეგების შესაჯამებლად ჩატარდა კონფერენცია „მონაცემებიდან პოლიტიკამდე - ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების დაკავშირება“. კონფერენციას ესწრებოდა 182 მონაწილე, მათ შორის უმაღლესი განათლების ევროპულის სივრცის სამინისტროების და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლები და უმაღლესი განათლების პოლიტიკის ექსპერტები.

ღონისძიება მოიცავდა პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებსა და პოსტერების სესიას. მოხსენებები ეხებოდა ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის მონაცემთა ბაზის, DEQAR-ის გამოყენებას აღიარებისთვის და სახელმწიფო და ევროპულ დონეზე პოლიტიკის შემუშავებისთვის, ასევე ბაზის პოტენციალს დაუკავშირდეს ევროპულ ციფრულ ეკოსისტემებს.

კონფერენციის მესამე სესია დაეთმო DEQAR ბაზის შედეგების გამოყენებას კვლევებში. სესიაზე მოხსენება გააკეთა ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი მუნჯიშვილმა. მოხსენება, კვლევითი პოსტერის პრეზენტაციის ფარგლებში, ეხებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო აქტივობებს, კერძოდ, ანალიზში განხილული იყო EQAR-ში რეგისტრირებული სააგენტოების ხარისხის გარე უზრუნველყოფის აქტივობების მზარდი ტენდენციები უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მიღმა.

 

 

ვრცლად კონფერენციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.eqar.eu/about/projects/deqar-connect/conference/

კვლევითი პოსტერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.eqar.eu/assets/uploads/2021/12/DEQAR-CONNECT-Conference_Giorgi-Munjishvili.pdf

პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://www.eqar.eu/assets/uploads/2021/12/DEQAR-Conference_Giorgi-Munjishvili_Presentation.pdf

 

ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრმა (EQAR) პროექტ DEQAR CONNECT-ის შემაჯამებელი კონფერენცია გამართა