განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილეს ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის დოკუმენტის პროექტი, რომელიც ასახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების სისტემასა და განათლების ცალკეული ქვესისტემის შიგნით კვალიფიკაციების ფორმირება-განვითარების თავისებურებებს, ახდენს სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, რომელთა შესაბამისი აქტივობების განხორციელება აუცილებელია ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან რეფერენსირების პროცესების დაწყებამდე.
მრჩეველთა საბჭომ იმსჯელა წარმოდგენილი დოკუმენტის შესახებ და შეიმუშავა რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც ჩამოყალიბდა დოკუმენტის საბოლოო ვერსია.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
დანართი - ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის დოკუმენტი