განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთათვის უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.
ცენტრის განათლების აღიარების სამმართველოს თანამშრომლებმა ტრენინგზე განიხილეს განათლების აღიარებისათვის მნიშვნელოვანი ასპექტები იმ ქვეყნების სისტემების მაგალითებზე, საიდანაც ყველაზე მეტი განათლებამიღებული ქართველი მოსწავლე ბრუნდება საქართველოში. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული მაგალითები და ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები შეასრულეს.
მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა სხვადასხვა ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემების (მათ შორის, შეფასების სისტემების) შესახებ, განათლების აღიარებისა და უცხოეთიდან ჩამოსული მოსწავლის სკოლაში მიღების პროცედურების შესახებ, უცხოური და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს შორის თავსებადობის დადგენისა და უცხოური შეფასებების ქართულ ქულებზე კონვერტირების შესახებ.
ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო სკოლების წარმომადგენლები.