FAQ

ცხადდება კონკურსი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევად!

31 დეკემბერი 2021

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის (ძირითადი წევრების), საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის (ძირითად და მოწვეული წევრების) და სააპელაციო საბჭოების წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით.

ბრძანება

 

განაცხადები მიიღება 2021 წლის 16 დეკემბრიდან 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@eqe.ge

 

გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილოთ ბმულებზე:

 

კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად

კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად

კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად

კონკურსი სააპელაციო საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად

 

  • იურიდიული პირის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში, ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი N1;
  • კანდიდატის მიერ მიმართვის შემთხვევაში ცენტრს წარედგინება განცხადება - დანართი N2.

 

 განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  •  ავტობიოგრაფია (CV);
  •  ცნობა სამუშაო ადგილიდან;
  •  შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);
  • კანდიდატის წერილობითი თანხმობა შესაბამისი საბჭოს წევრობის შესახებ (თუ, განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი);
  • სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში - ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული საბჭოების ფუნქციები და საქმიანობის წესი მოცემულია შემდეგ აქტებში:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/შ ბრძანება - https://eqe.ge/res/NewFolder%205/NewFolder/65%E1%83%9C.pdf

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება - https://eqe.ge/res/99%E1%83%9C.pdf