FAQ

ინფორმაცია ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების მესამე ეტაპის თაობაზე

18 იანვარი 2022

17 იანვარს დაიწყო ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების მიზნით გამოცხადებული კონკურსის შემდეგი ეტაპი - სპეციალურად განსაზღვრული კურსი/ტრენინგი.

ტრენინგის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირებისთვის მომზადება.

ტრენინგის ფარგლებში კონკურსანტები გაეცნობიან:

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითად პრინციპებს;

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმს - თვითშეფასებას, მის როლს და მნიშვნელობას, განხორციელების პროცესს და თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმას;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების პროექტს;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესებს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დაწესებულების საქმიანობის შესაბამისობის შეფასებას ავტორიზაციის ცალკეულ სტანდარტთან და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით საჭირო რეკომენდაციების გაცემას.

ტრენინგი დასრულება 2022 წლის 25 თებერვალს.

ინფორმაცია ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირების მესამე ეტაპის თაობაზე