განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 2022 წლის 26, 27 და 28 იანვარს , ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით მართავს წლიურ საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, რომელიც გახსნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა, რომელმაც შეაჯამა ცენტრის 2021 წლის საქმიანობა.
თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განათლების ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპეციალისტებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით მუდმივად ზრუნავს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების გაუმჯობესებაზე, მათ ღიაობასა და გამჭვირვალობაზე.
კონფერენციაზე განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები. მათ შორის:
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. ასევე, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, აკრედიტაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, სტუდენტებმა, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ცენტრის საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა: სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტმა დევიდ გორდონმა, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წარმომადგენელმა გორან დაკოვიჩმა, ევროპის უმაღლესის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) დირექტორმა კოლინ ტაკმა, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) უმაღლესი განათლების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა მაიქლ გებელმა, ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სადოქტორო განათლების საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდერ ჰასგალმა, ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ESU) წარმომადგენელმა მერალ ნურმა, არკანზასის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ პიჯანოვსკიმ და ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის განათლების ინსტიტუტის პროფესორმა კარენ ეჯიმ.
კონფერენციის მეორე დღე, 27 იანვარი, ზოგადი განათლების საკითხების განხილვას დაეთმობა.