FAQ

კონფერენციის მეორე დღე- ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას დაეთმო

27 იანვარი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, წლიური კონფერენციის მეორე დღე დაეთმო ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, რომელიც გაიმართა ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ ისაუბრა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმაზე, განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო ხედვებზე.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, დაგეგმვის, კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი მუნჯიშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა ცენტრის 2021 წლის საქმიანობის შედეგები.

 

კონფერენციაზე განიხილეს ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები. მათ შორის:

 

  • ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით 2021 წელს განხორციელებული აქტივობები ;
  • ესტონეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ზოგადი განათლების სფეროში;
  • მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიმდინარეობა და სამომავლო ხედვა
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ელექტრონული სისტემის პლატფორმა;
  • მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები ;
  • უსაფრთხო სკოლა ;
  • განსხვავებული კურიკულუმის, პრაქტიკისა და გამოცდილების თავისებურებანი და განხორციელების სპეციფიკა ევროპულ სკოლაში ;
  • ვალდორფის კურიკულუმის თავისებურებები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, რესურსცენტრების, ასევე სხვა პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, სააპელაციო საბჭოების წევრებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.

 

28 იანვარს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიური კონფერენციის მესამე დღე დაეთმობა პროფესიულ განათლებას.

კონფერენციის მეორე დღე- ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას დაეთმო