განცხადების ატვირთვის თარიღი: 28 იანვარი 2022
2022 წლის 4 თებერვალი, 15:00 საათი
დღის წესრიგი:
- სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების გეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ საკითხის განხილვა;
- ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების გეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ საკითხის განხილვა;
- შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის „სტომატოლოგიის“ რუსულენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ საკითხის განხილვა;
- შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის „სტომატოლოგიის“ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ საკითხის განხილვა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/82174141779