FAQ

მომორანდუმი გაფორმდა ცენტრსა და სიიპ-გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის

31 იანვარი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მესამე დღე დაეთმო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სიიპ-გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის ურთირთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია გარემოსდაცვითი და აგრარული სერვისების მიწოდების საკითხებში კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადების, არსებული სპეციალისტებისათვის კვალიფიკაციის დადასტურების პროცესების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით განათლების ხარისხის განვითარება.

მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება-დანერგვისა და ამავე მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.

ასევე, ითანამშრომლებენ გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროში მოქმედ კომპანიებთან/სექტორულ ასოციაციებთან და ხელს შეუწყობენ მათ ჩართვას კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების პროცესში; გარემოსდაცვით და აგრარულ სფეროში უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერაში და მხარეთა კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებში.

მემორანდუმს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და სსიპ- გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მოაწერეს ხელი.

მომორანდუმი გაფორმდა ცენტრსა და სიიპ-გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის