FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 1 თებერვალი 2022

2022 წლის 8 თებერვალი, 14:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

1. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა; 

2.სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სოციოლოგიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

3. შპს ევროპის უნივერსიტეტის "ტურიზმის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

4. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების" რუსულენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა. 

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს ონლაინ ჩაერთოს საბჭოს სხდომას.

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით".

 

https://us02web.zoom.us/j/4531490296