განცხადების ატვირთვის თარიღი: 4 თებერვალი 2022
2022 წლის 11 თებერვალი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
- სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გლაზგოს უნივერსიტეტისა და ტარტუს უნივერსიტეტის "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების" Central and East European, Russian and Eurasian Studies (CEERES) ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- ა(ა)იპ - ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ,,ციფრული მედიისა და კომუნიკაციის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,მეტალურგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
- სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,მშენებლობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
- სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საავიაციო ინჟინერიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით
https://us02web.zoom.us/j/88982957023