განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, ონლაინ რეჟიმში, იმ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც ახორციელებენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს ან/და ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებულ პროგრამებს.
შეხვედრა, რომელიც წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მონაწილეებმა განიხილეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების არსებული რეგულაციები და მათი დაკმაყოფილების პირობები. შეხვედრის მიზანს, ასევე, წარმოადგენდა სკოლების მიერ გამოცდილების გაზიარება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე.