განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ -განათლების ხარისხის დაიჯესტის მეორე გამოცემას, ელექტრონული ჟურნალის სახით .
https://eqe.ge/ka/books/2/show
ჟურნალში იხილავთ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებთან დაკავშირებულ სტატიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებულ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს, კანონმდებლობაში შესული ცვლილებების მოკლე ანალიზს და თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა ინფორმაციას.