განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ევროპის განათლების ფონდს (ETF) შორის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
ევროპის განათლების ფონდმა (ETF), პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიური მხარდაჭერის მიზნით მიდინარე წელს ორი ქვეყანა შეარჩია. მათ შორის- საქართველო. ცენტრი მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიიღებს EQAVET – ის ინდიკატორების მიხედვით პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის შეფასების საკითხებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც განვითარდება დაწესებულებების შიდა სისტემები ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე ცენტრი დაიწყებს სისტემურ დონეზე შეფასების განხორციელებას და შექმნის ხარისხის განვითარების მიზნით მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმს.
პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და საბოლოო მისაღწევ შედეგთან დაკავშირებით. დაგეგმეს და ჩამოაყალიბეს ნაბიჯები, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება 2022 წლის განმავლობაში.
2023 წლის ბოლოს კი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ EQAVET – ის ათივე ინდიკატორის მიხედვით სრულად იქნება შეფასებული პროფესიული განათლების ხარისხი საქართველოში.