FAQ

გრძელდება საკონსულტაციო შეხვედრები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან

11 თებერვალი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, ონლაინ რეჟიმში, შეხვდნენ, იმ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, რომლებსაც 2022 წელს უწევთ რეავტორიზაცია.

საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ პასუხი გაეცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მოქმედ სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე დასმულ შეკითხვებს.

ცენტრი ინტენსიუ რეჟიმში განაგრძობს შეხვედრებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მცირე ჯგუფებში, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

გრძელდება საკონსულტაციო შეხვედრები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან