განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ცენტრის წარმომადგენელთა ჩართულობით გაიმართა მშენებლობის ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ბატონ გიორგი ჩიტაძესთან და სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ბატონ დავით ტყემალაძესთან.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს მშენებლობისა და ინჟინერიის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებაში ევროპული და საერთაშორსიო მარეგულირებელი სტანდარტების დანერგვის კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებთან დაკავშირებით.