FAQ

ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა

15 თებერვალი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.

საბჭომ იმსჯელა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ლექსიკოგრაფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სწავლის სფეროების კლასიფიკატორში, აღნიშნული სფეროს ენის დაუფლების დეტალური სფეროდან სხვა დეტალურ სფეროში გადატანის საკითხთან დაკავშირებით.

ასევე, განიხილეს სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუამდგომლობა ენის დაუფლების უმაღლესი გაანთლების დარგობრივ საბჭოსთან 0231.1.3 გერმანული ფილოლოგიის, 0231.1.7 ესპანური ფილოლოგიის, 0231.1.8 იტალიური ფილოლოგიის, 0231.1.10 ბიზანტიური ფილოლოგიისა და 0231.1.11 ახალი ბერძნული ფილოლოგიის სწავლის სფეროების დასახელების მოდიფიცირებასთან დაკავშირებით.

COVID 19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა