განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინრეჟიმში, ჩატარდა შეხვედრა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების და იურიდიული პირების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებს.
შეხვედრაზე განიხილეს www.tvet.emis.ge (QMS) ელექტრონულ სისტემაში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების და განაცხადების შემუშავება/ატვირთვის პრობლემური საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე პირებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნული სახის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს ცენტრი მომავალშიც შესთავაზებს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს.